ქვევრი

ქვევრი 8 ათასი წლის ისტორიის მქონე  თიხის უნიკალური ჭურჭელია, რომელსაც საქართველოში ღვინის დასაყენებლად და შესანახად იყენებდნენ.

ქვევრის უნიკალურობა ადგილობრივი ბუნებრივი თვისებების შერწყმით არის განპირობებული.
თიხის მინერალურმა და ქიმიურმა შემადგენლობამ, წყაროების მდებარეობამ, ჰავამ, დამზადების და გამოწვის საუკუნეებში განვლილმა და  დახვეწილმა  მეთოდებმა შექმნეს ქართული მეღვინეობა.   

ქართული ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს იმის დასტურიცაა, რომ საქართველო ღვინის წარმოების უძველესი კერაა.